0 3 : 5 9
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დანიშნა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, 2012 წლის შემდეგაც მოლოდინის მიუხედავად მართლმსაჯულება ბევრ კითხვას ვე პასუხობს.

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების დროს ყველას გვქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი სახელმწიფოებრიობის. პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლო უნდა იყოს ერთგვარი ბალანსი სახელმწიფოს მექანიზმების.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი ის ორგანო, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა.

„არა ერთხელ აგვიღნიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. მათ შორის იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა, არა ერთხელ აღმინიშნავს მე იმის თაობაზე, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

"ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, ერთგულებით უზენაესი ღირებულებების მიმართ, არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომელსაც თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით კი მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს. მას 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები