2 1 : 5 4
 | 

პოლიტიკა

კალაძემ ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

   თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა

"მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და სამწუხაროდ, გამოიკვეთა დარღვევები. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანებს.

 შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადებები და მინდა, რომ დაამთავროთ მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ვიცე-მერს, ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან,"- განაცხდა კალაძემ.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ამ ქალაქის და აქ მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ რაიმე პრობლემა აქვთ, ჩვენ დავეხმარებით და მაქსიმალურად, რაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ. ეს ქმედებები, რაც გამოიკვეთა ამ ადამიანებთან მიმართებაში კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები