1 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო, თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, რუსეთის ხელისუფლების მიმართ გაგზავნილ ღია მიმართვას ეხმიანება.

“არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი და განაცხადი, სრულიად კონკრეტული გზავნილებით. ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო, თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი!

ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი.

ამიტომ ყველა საღადმოაზროვნე მოქალაქე, იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა( ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში) შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი.”– აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები