2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აქცია მშვიდობიანი იყო, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი! – იოსელიანი

“ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲣᲙᲐᲜᲐ ᲨᲔᲡᲐᲡᲕᲚᲔᲚᲗᲐᲜ, ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲗᲐ ᲜᲐᲬᲘᲚᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐᲔᲓᲝ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲚᲐᲓ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲠᲘᲓᲐᲜ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲫᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲗ, ᲒᲐᲣᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲔᲚ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲐᲡ 8 ᲛᲐᲠᲢᲡᲐᲪ. ᲛᲐᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲠᲐᲪ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲗᲐ ᲜᲐᲬᲘᲚᲛᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲨᲔᲜᲝᲑᲘᲡ ᲣᲙᲐᲜᲐ ᲨᲔᲡᲐᲡᲕᲚᲔᲚᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲡ ᲨᲔᲜᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲐ, ᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲛᲡᲮᲕᲠᲔᲕᲐ, ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲘ ᲠᲔᲐᲒᲘᲠᲔᲑᲔᲑᲘ ᲒᲐᲜᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲐ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲫᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲐᲠᲐᲚᲔᲒᲘᲢᲘᲛᲣᲠᲐᲓ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲬᲘᲜ ᲛᲓᲒᲐᲠᲘ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ.

ᲐᲦᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲕᲘᲐ ᲘᲡᲘᲪ, ᲠᲝᲛ, ᲝᲠᲘᲕᲔ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ, ᲓᲐ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ 8 ᲛᲐᲠᲢᲘᲡ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲨᲘ ᲫᲐᲚᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, ᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲯᲔᲠᲛᲔ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲘᲫᲐᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲚᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲜᲛᲔᲝᲠᲔᲑᲘᲗ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲮᲔᲚ ᲛᲝᲮᲓᲐ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲛᲐᲨᲘᲜᲐᲪ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲐᲠ ᲘᲙᲕᲔᲗᲔᲑᲝᲓᲐ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ. ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲗ, ᲛᲡᲒᲐᲕᲡ ᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲫᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲣᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲮᲔᲚᲡ ᲣᲬᲧᲝᲑᲡ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠ ᲔᲡᲙᲐᲚᲐᲪᲘᲐᲡ, ᲠᲐᲪ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲔᲑᲛᲐ ᲗᲐᲕᲘᲓᲐᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲘᲠᲘᲓᲝᲜ”. – ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐᲨᲘ.

ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲘ ᲐᲡᲔᲕᲔ ᲡᲐᲣᲑᲠᲝᲑᲡ ᲡᲐᲞᲝᲚᲘᲪᲘᲝ ᲫᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲨᲘ ᲓᲐᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲗ ᲖᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐᲖᲔ ᲓᲐ ᲛᲐᲡ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲠᲘᲕ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐᲡ ᲣᲬᲝᲓᲔᲑᲡ.

“ᲛᲔᲓᲘᲐ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲓᲐ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲕᲘᲓᲔᲝ ᲛᲐᲡᲐᲚᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲨᲘᲪ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲩᲐᲜᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲣᲮᲔᲨᲘ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘ. ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ, ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲗᲐ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ, ᲓᲐᲨᲐᲕᲓᲜᲔᲜ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲨᲣᲥᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲗ ᲛᲧᲝᲤᲘ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲪ, ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲓᲐ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲨᲚᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑᲐᲪ, ᲛᲐᲨᲘᲜ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ, ᲐᲥᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔᲝᲑᲘᲡᲐᲡ, ᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲛᲐᲗ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ ᲐᲥᲪᲔᲕᲡ.

ᲐᲛᲐᲕᲓᲠᲝᲣᲚᲐᲓ, ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲐᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲛᲘᲡ ᲞᲐᲠᲐᲚᲔᲚᲣᲠᲐᲓᲐᲪ, ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲔᲑᲘ ᲐᲥᲢᲘᲣᲠᲐᲓ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲐᲕᲓᲜᲔᲜ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲘᲡ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲬᲔᲡᲘᲗ ᲛᲐᲡᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲐᲡ. ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲐᲓᲠᲔᲑᲘ ᲪᲮᲐᲓᲧᲝᲤᲡ, ᲠᲝᲛ ᲪᲐᲚᲙᲔᲣᲚ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲔᲑᲨᲘ, ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ ᲐᲠ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲓᲐ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲘᲡ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲖᲝᲛᲐᲡ, ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲕᲔᲠ ᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲓᲐ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐᲡ ᲓᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲓᲐᲣᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲔᲚᲘ ᲩᲐᲠᲔᲕᲘᲡ ᲡᲐᲮᲔ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ”.

სახალხო დამცველის აპარატი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...