2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს 9 აპრილის აქციის დისკრედიტაციას, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადარჩენას" - გიორგი მუმლაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც itv.ge უცვლელად გთავაზობთ: 

"7-8 მარტის მოვლენებმა, სრული ლუსტრაცია მოახდინა ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის, რომელსაც თავგანწირული ბრძოლით უკან დავახევინეთ, რის შემდეგაც ჩვენს უპირველეს მოვალეობად იქცა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გადის!

ამ მიზნის მიღწევა, შესაძლებელია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი საპროტესტო კამპანიით, რისი გამოვლინებაცაა 9 აპრილს, 17 საათზე, რუსთაველზე დაგეგმილი საპროტესტო აქცია! ამიტომ, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს 9 აპრილის აქციის დისკრედიტაციას, ოპოზიციურ ველზე შიდა დაპირისპირების გაღვივებას და საუბარს იმაზე, რომ არსებული პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების დასუსტების ხარჯზე, რამე ახალი პოლიტიკური პლატფორმა უნდა შეიქმნას ამ კრიტიკულ მომენტში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადარჩენას, მისგან, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი მტრისგან ისრების გადატანას ოპოზიციის დაქსაქვისთ! ამ კუთხით, ყველაზე მეტად კორდინირებული შეტევა ხორციელდება სწორედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, რისი მკაფიო გამოვლინებაცაა კამპანია „პარტია იშლება“, „პარტია დასუსტდა“ და ა.შ ამას ნებსით თუ უნებლიედ, ხელი შეუწყო პარტიიდან კონკრეტული ლიდერების წასვლამ.

არსებული ფაქტების გათვალისწინებით ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად გააქტიურებულია ყველა რესურსი, მათ შორის „ოპოზიციური“ და „არასახელისუფლებო“ ფლანგიდან, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, აღნიშნულს შესაძლოა კურირებდეს დიდი რესურსის მქონე პირი, ან პირთა ჯგუფი, რომლებიც სწორედ რუს ოლიგარქთან ახლობლობით და მისი კეთილგანწყობით ფლობენ ამ რესურსებს!

უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს სიტუაციის შემობრუნება და ჩვენი ევროპული მომავლის მოპარვა, საკუთარი ფულის ტომრების მეშვეობით! 9 აპრილს უნდა ვიყოთ ბევრნი!

#ძალაერთობაშია"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...