2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება"-სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ თანამდებობა დატოვა

სახალხო დამცველის  მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ თანამდებობა დატოვა და განცხადება გაავრცელა:

გასრულდა ესე ამბავი  მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა.

62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ.

ყოველთვის ვიამაყებ - რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი.

დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი. 2018 წელს დავისახე მიზნად რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ გამომივიდა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში რომელიც მადლობას მეუბნება საქმიანობის გამო. ძალიან ვიბნევი ხოლმე იმ მომენტში, მაგრამ სიხარულისგან ფრენით ვაგრძელებ ხოლმე გზას ეხლა რომ ვფიქრობ, საჯარო მოხელისთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა

ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო არაუშავს რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება

დიდი მადლობა ნინოს ნდობისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და დამოუკიდებლობის გარანტიებისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს აპარატში, რომლებიც რეალურად იდგნენ ყველა საქმის უკან. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რომლებიც ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ სამუშაო გრაფიკს და დატვირთულობას. მადლობა პარტნიორ უფლებამდაცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დონორებს. მადლობა ყველას, ვინც აპარატს უცხადებდა მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით!

განსაკუთრებული მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელიც აპარატის საქმიანობას აშუქებდა 5 წლის მანძილზე და აძლიერებდა უფლებადარღვევის მსხვერპლებს. წარმატებებს ვუსურვებ სახალხო დამცველის აპარატს სამომავლო საქმიანობაში. ყოველთვის მათი დიდი გულშემატკივარი ვიქნები. სხვა რომ გვერდით გადავდოთ, ჩემთვის ეს სამსახური ცხოვრების ნაწილია, სადაც ჯამში 10 წელზე მეტი მაქვს გატარებული და სადაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი გავიცანი ბევრი წლის წინ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...