0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორის ბრძანებას - ნათია თურნავა

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს,"- საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი ბრიფინგი ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესს ეხება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქცირებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პირის მიმართ ძალაში შესულია კონკრეტული გამამტყუნებელი განაჩენი. 

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგანაც კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მინდა განვმარტო, ბრიფინგი დავიწყე იგივე წინადადებით, იმ ინფორმაციით რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. ასე რომ სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმითვე, სებ-ის მიერ ამ ბრძანების მიღება კონკრეტული პირის მიმართ დაწესებული სანქციებით არ არის განპირობებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები