0 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"აზიმუტი" მოსკოვიდან ბათუმში, სოჭიდან კი თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" ინფორმაციით, კომპანია მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. 

ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები "ვნუკოვოს" აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ოქტომბრიდან დაიწყება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან.

რუსული კომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები