0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე „არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს“.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, „ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“.

„ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გვარამია პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. აქ [განცხადებაში] აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ, ეს სიტყვები მოვისმინეთ დღეს იმ ტრენინგებიდან, რომელიც ტარდებოდა სერბი „კმარელების“ მხრიდან. რა თქმა უნდა ეს არის სცენარი. ასეთი ახალგაზრდების მონაწილეობით რაღაც ექსტრემისტული პროცესების დაგეგმვა. იმდენად აქტიურად არის ჩართული უკვე სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მან ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები