1 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიონსეს შვილს 7 ათას დოლარად შეფასებული აბაზანა აჩუქეს

ჩამოტვირთვა

ბიონსე და ჯეი ზი მომავალი პატარასთვის უკვე საჩუქრებს იღებენ. ვიდრე პრესა იმის გარკვევას ცდილობს, არის თუ არა მომღერალი სინამდვილეში ორსულად, წყვილის ახლობლები და ნათესავები, მომავალ პატარას ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნიან. ერთ-ერთი მათგანი მომავალი დედიკოს უახლოესი მეგობარი, ჯგუფ Destiny's Childes-ის ყოფილი წევრი, კელი როულენდია. მან ჯერარდაბადებული პატარასთვის დიზაინერ ლორი გარდნერს აბაზანა სვაროვსკებით დაამზადებინა. ამისთვის კი დაახლოებით 45 ათასი მოვარდისფრო ქვა დაიხარჯა. საჩუქარს წონაც ფასის შესაბამისი აქვს და იგი საკმაოდ მძიმეა. ეს სიამოვნება კელის 3 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 7 ათასი დოლარი) დაუჯდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები