2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეწყალებული ფეხბურთელების გეგმები

ჩამოტვირთვა

გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამუდამოდ დისკვალიფიცირებულ 5 ქართველ ფეხბურთელს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებით კორუფციულ გარიგებებში მონაწილე და ფულად მაქინაციებში ეჭვმიტანილი ქართველი ფეხბურთელები თამაშს გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ გიგა ბეჭვაიას, როინ ონიანს, ლევან ვართაგავასა სპარტაკ გოგიასა და კახა კირთაძეს 7 თვის წინ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ და ნებისმიერი სახის საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალათ. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება შეწყალებულმა ფეხბურთელებმა ტელევიზიის საშუალებით გუშინ გაიგეს. როგორც კახა კირთაძე აღნიშნავს ფედერაციის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დისკვალიფიკაციის ასე მალე გაუქმებას მაინც არ ელოდა. კახასგან განსხვავებით დისკვალიფიკაციის გაუქმება მოულოდნელი იყო როინ ონიანისთვის. საზოგადოების ნაწილისთვის ფეხბურთის ფედერაციის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა. ქართული სპორტის ქომაგთა ზოგიერთი წევრის აზრით თამაშის გამყიდველი ფეხბურთელების შეწყალება ქართული სპორტისა და ფეხბურთის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი გახდება. საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფის მიუხედავად შეწყალებული ფეხბურთელები უკვე სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და მიაჩნიათ რომ გულშემატკივართა ნდობას იმსახურებენ. დაიბრუნებენ თუ არა სპორტულ სკანდალში გახვეული ფეხბურთელები მრწვთნელების, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების ნდობას ამას დრო გვიჩვენებს, სპორტის ქომაგებს ისღა დაგვრჩენია გვჯეროდეს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები