2 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. უკვე ერთი კვირაა, რაც მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა, გუნდი პერსპექტიული მოთამაშეებისგან დააკომპლექტა; ახალგაზრდა სპორტსმენები, ამჯერად, სომხეთში მიემგზავრებიან, სადაც ამხანაგურ მატჩს გამართავენ. სომხეთში გამგზავრებამდე ქართულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს ღია ვარჯიში გამართა. ქართველი სპორტსმენები უკვე კარგ ფორმაში არიან და სომეხ თანატოლებთან ხუთივე შეჯიბრის მოგებას ვარაუდობენ. როგორც ცნობილია, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ზაფხულში, მაკედონიაში, გაიმართება. როგორც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ასევე სპორტსმენები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები