1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა

ჩამოტვირთვა

ქართველი მოჭიდავეების კიდევ ერთი წარმატება - სერბეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.ევროპის ჩემპიონი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან ბულგარელ მიხაელ პეტროვ განევს სძლია. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ დავით ხუციშვილი და ბესარიონ გუჩაშვილი, დავით მოძმანაშვილი და მალხაზ ზარქუა კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ. გამარჯვებული მოჭიდავეები საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ამჯერად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები განაგრძობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები