1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი შანსი პატარა ქართველი გამომგონებლებისთვის

ჩამოტვირთვა

”ლეონარდო და ვინჩი 2012”– განათლების სამინისტრო მოზარდებისთვის მორიგ კონკურსს იწყებს. საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს, მონაწილეობა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეძლებათ. 18 წლის დიმიტრი კოლოტაური, ,,ლეონარდო და ვინჩის 2011’’ წლის გამარჯვებულია. დიმიტრი ჟიურის რჩეული 407 კონკურსანტს შორის გახდა. მისმა გამოგონილმა უსაფრთხოების ღილაკმა, რომელიც ადამიანის ხელის მოქმედებაზე რეაგირებს, დამთვალიერებლის სიმპატიასთან ერთად, მას გამარჯვებაც მოუტანა. წელს კი ,,ლეონარდო და ვინჩი 2012’’–ის კონკურსში მონაწილეობისთვის მისი ძმა თორნიკე კოლოტაური ემზადება. 13 წლის თორნიკე, რომელიც ჯერ მხოლოდ მერვე კლასშია, 3 თვეა ახალ გამოგონებაზე მუშაობს. კონკურსში მონაწილეობამდე პროექტის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა გვიმხელს, რომ ახალი მოწყობილობა, მასწავლებლებს მოსწავლეებთან მუშაობას გაუადვილებს. თორნიკე კონკურსში მონაწილეობას ინდივიდუალურად მიიღებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მოზარდებს ჯგუფური პროექტის წარმოდგენაც შეეძლებათ. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ,,ლეონარდო და ვინჩი 2012’’–ის კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს, ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ვებ–გვერდზე შეეძლებათ. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი, გამოგონების როგორც ტექსტუალურ, ასევე მაკეტის, მოდელის ან ნახაზის აღწერილობას უნდა შეიცავდეს. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია 1 აგვისტოს, ხოლო ნამუშევრების შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური, სექტემბრის ბოლოს სპეციალურ გამოფენაზე გამოავლენს. მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი იწყება. კონკურსი და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია 1 აგვისტოს, ხოლო ნამუშევრების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სექტემბრის ბოლოს სპეციალურად გამოფენაზე გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები მედლებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი, სასწავლო-შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები