0 5 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი ტოიცკი: „ჩვენ მხოლოდ იმ სახის საქმიანობას განვახორციელებთ, რისი ოფიციალური ნებართვაც გვექნება“

კომპანია „არემჯის“ დამფუძნებელი დიმიტრი ტროიცკი აცხადებს, რომ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. მისი განცხადებით, „არემჯის“ საქმიანობა გამჭვირვალეა და კომპანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა პუნტქს დაიცავს.

დიმიტრი ტროიცკი კომენტარს აკეთებს საყდრის-ყაჩაღიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

„კომპანიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპს ეფუძნება. პირველ რიგში, ჩვენ განუხრელად ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და განვახორციელებთ მხოლოდ იმ სახის საქმიანობას, რისი ოფიციალური ნებართვაც გვექნება. მეორე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ჩვენთვის პრიორიტეტული ღირებულებაა. მას აუცილებლად ვითვალისწინებთ როგორც ჩვენს საქმიანობაში, ასევე კომპანიის სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას.  ამასთან, კომპანია ვერ იქნება მხარე მეცნიერულ დისკუსიაში. როგორც ცნობილია, არსებობს განსხვავებული შეხედულება საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის მნიშვნელობის შესახებ. დასკვნა  შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეცნიერებმა უნდა გამოიტანონ, ჩვენ მხოლოდ დალოდება შეგვიძლია.

_ და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საყრდის-ყაჩაღიანზე საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებთ?

_ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით გადაწყვეტილებას, მაგრამ კომპანიის მდგომარეობა გართულდება. რამდენიმე წლიანი ურთულესი პერიოდი გველის.  მოგვიწევს საწარმოო სიმძლავრეების შემცირება და ალბათ, თანამშრომლებისაც. შემცირდება ჩვენი სოციალური ხარჯებიც და გადასახადების ოდენობაც.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...