2 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით საქართველოში პირველად ჟესტური ონლაინლექსიკონი შეიქმნა

თბილისი, 28 ნოემბერი, 2014 – ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით,  საქართველოში პირველად, 500 სიტყვიანი ჟესტური ონლაინლექსიკონი და ვებგვერდი შეიქმნა. ამ დრომდე, საქართველოში არ მოიპოვებოდა რესურსი ყრუ და სემენადაქვეითებული ბავშვებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი შეისწავლიდნენ, როგორც  ქართულ, ისე ჟესტურ ენებს. საქართველოში პირველი ჟესტური ონლაინლექსიკონი შეიქმნა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ მიერ, ფონდის „სიცოცხლის ხე“ პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

პირველი ჟესტური ონლაინლექსიკონი სკოლამდელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ხსენებულ ონლაინლექსიკონში არსებული სიტყვებით, საქართველოში მცხოვრები სმენის პრობლემის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები და ინკლუზიური სკოლები, შეძლებენ ერთად დაეუფლონ ჟესტურ ენას, შშმ ბავშვმა კი ისწავლოს როგორც ქართული, ასევე ჟესტური ენა. ენის არცოდნის გამო ბავშვებს აღარ მოუწევთ სრულ იზოლაციაში ყოფნა.

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მიმდინარე წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 24 პროექტი და 500,000 ლარზე მეტი მოცულობის თანხა გამოყო. ნაწილი პროექტებისა განხორციელდა, ხოლო ნაწილის განხორციელება მიმდინარეობს. საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს, ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ სტატუსი ენიჭება. 

ერმინების განმარტება:

ყრუ" - სმენის ისეთი დაქვეითება, როდესაც მეტყველების გაგება სასმენი აპარატითაც შეუძლებელია;

სმენადაქვეითებული" -  სმენის ისეთი დაქვეითება, როდესაც მეტყველების გაგება სასმენი აპარატის დახმარებით შესაძლებელია ორი მეტრის მანძილზე.

ჟესტური ონლაინლექსიკონი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:  www.geodeaf.ge


 

„სიცოცხლის ხის“ ფონდის შესახებ

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა.  ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორებ. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას  კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.foundation.ge

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...