1 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „არემჯის“ კონტრაქტორების განცხადება

კომპანია “არემჯის” კონტრაქტორ ორგანიზაციებს გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ყაჩაღიანის უბანზე საქმიანობის განახლების შემდეგ, კომპანიის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„არემჯი“ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი წარმოებაა და მისი  საქმიანობა საკუთრივ კომპანიის თანამშრომელთა გარდა მასთან საწარმოო ჯაჭვით დაკავშირებულ მრავალ სხვა ორგანიზაციაზეც აისახება. ის ადამიანები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოტივით, წარმოების გაჩერებას ითხოვენ ვერ აცნობიერებენ თუ რა მასშტაბის გართულება მოჰყვება ამას, ათობით ორგანიზაციისთვის და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის.

მრავალი კომპანიისთვის “არემჯი” უმსხვილესი პარტნიორია და მისი საქმიანობის შეფერხება  უკიდურესად ნეგატიურად აისახება მათ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მძიმეა ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კომპანიების პერსპექტივა, რომლებიც საერთოდ პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. საქმიანობის თუნდაც დროებითი წყვეტა სფეროს ისეთ ზარალს მიაყენებს, რომლის გამოსწორებას წლები დასჭირდება.

კომპანია “არემჯისთან” უშუალო საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე ვიცნობთ, მას, როგორც სანდო პარტნიორს და კანონმორჩილ ორგანიზაციას. როგორც ჩვენთვის ცნობილია საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე წარმოების აღდგენა  მოხდა კანონის სრული დაცვით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეწყდეს კომპანიის გარშემო არაჯანსაღი აჟიოტაჟი და მიეცეს “არემჯის” საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება, რაც დადებითად აისხება, როგორც ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

კომპანია არემჯის კონტრაქტორები:

·         შპს „ელბა“

·         შპს „ინდუსტრია კირი“

·         შპს „ჯორჯიან ენერჯი“

·         შპს „ველდერი“

·         შპს „ეკვივალენტი“

·         შპს „ბათა 18“

·         შპს „ტოპ შიპმენტი“

·         შპს „გეოჯემი“

·         შპს „ევროპლიუსი“

·         შპს „ომნიმერკადი“

·         შპს „ქედი“

·         შპს „ალეზურა“

·         შპს ნეოტექ ლოჯისტიკა

·         შპს „ნიტრო ალტექსი“

·         შპს „ლოგი იმპორტი“

·         შპს „გეო-ნიტრო“

·         შპს „ჯივი“

·         შპს „ევრო თრეიდი“

·         შპს „განახლება“

·         შპს „კავკასიის ტექნიკური სერვისი“

·         შპს „ატლას კორპ ჯორჯია“

·         შპს „ტექნოლასტი“

·         შპს „ავტოკომპლექსი“

·         შპს „ავტომოტივი“

·         შპს „თერგი“

·         შპს „ოფის ჯორჯია“

·         შპს „მთ“

·         შპს „ს.მ.ს.“

·         შპს „ქიმრეაქტივი“

·         შპს „მფ კომპანი“

·         შპს „MADE TO MAKE”

·         BorusanMakina Caterpillar

·         LTD COMTEK

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...