0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი იყიდა

თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის 39 მილიონი ლარის მოცულობის მიკრო სესხების პორტფელი შეისყიდა.

გარიგება ბანკებს შორის ორმხრივი დაინტერესების გამო შედგა. პროკრედიტ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული რეორგანიზაციის შემდეგ მიიღო - ფოკუსირება მცირე და საშუალო ბიზნესზე გააკეთა და მიკროფინანსირების ბაზარი დატოვა. თიბისი ბანკის გადაწყვეტილება კი, პირიქით, მიკროფინანსირების ბაზარზე გაფართოებისა და შემდგომი ზრდის სტრატეგიამ განაპირობა.

პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელის შეძენა თიბისი ბანკისთვის ნიშნავს რამდენიმე ათას ახალ კლიენტს, მიკროფინანსირების ბაზარზე წილის მნიშვნელოვან ზრდას და რეგიონებში კიდევ უფრო მეტიგანვითარების შესაძლებლობას.   

„პროკრედიტ ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს მიკროფინანსირების ბაზარი, მოგვცა საშუალება, გვეფიქრა ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე  ამ სეგმენტში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მიკროფინანსირების ბაზარზე დიდი ზრდის ამბიცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესყიდა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი, რომელიც გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ყველა რეგიონში და შემატებს რამოდენიმე ათას მზარდ მიკრობიზნეს კლიენტს. ამით თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის თავის წილს მიკრო სესხების ბაზარზე და გაამყარებს სალიდერო პოზიციას “- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.   

თიბისი ბანკისა და მიკროსაფინანსო ბანკ კონსტანტას, იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი გასულ კვირას დასრულდა. კონსოლიდაციის შედეგად, მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია და მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...