1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი გმირი დედების ტკივილიანი ისტორიები

ჩამოტვირთვა

ამ დედებს საერთო ტკივილი აერთიანებთ, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები არიან, შვილების, რომელთა უმეტესი ნაწილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დედებს მარტო,  შიშველი, უფულო და უიმედო ხელებით უწევთ  ყველაზე რთული საქმის კეთება და ეშინიათ,  ძალიან ეშინიათ, რომ მათი არყოფნის შემთხვევაში მათი შვილები სულ მარტო უპატრონოდ დარჩებიან და დახმარებას ითხოვენ...

 

 

უკვე 17 წელია, რაც გოგილო  უმძიმესი ფორმის დიაგნოზით ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. გოგილოს დედას ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაციის შემთხვევაში შეიძლება საოპერაციო მაგიდაზე დარჩესო, მას მერე ქალბატონი ციცი თვითონ მარტო  პატრონობს და ცდილობს შვილისთვის ყველაფერი გააკეთოს...

 

ეს დედები  არასამთავრობო ორგანიზაციამ „იმედით გამოწვდილმა ხელებმაც“ გააერთიანა...ყველა დედას და ყველა ბავშვს აქ თავისი ტრაგიკული ისტორია აქვს....

 

 

ქალბატონ რუსუდანსაც თავისი მძიმე ისტორია აქვს, ამბობს რომ  შვილი ჩვენთან შესახვედრად იმიტომ ვერ წამოიყვანა რომ ნიკა უკან აღარ გაჰყვებოდა, ბავშვი ჭერის, იატაკს, სათამაშოების და კომპიუტერის დანახვაზე ისეთ პანიკაში ვარდება, რომ დედას  მიწიან უიატაკო და უჭერო თავშესაფარში აღარ მიჰყვება ხოლმე  და ცემას უწყებს

 

 

აი ასეთი ტკივილიანია ამ დედებისა და მათი შვილების ისტორიები...ისინი დახმარების მოლოდინში განაგრძობენ ბრძოლას, იმ ბრძლას, რომელსაც გმირული დედობა ჰქვია და მოდით ყველა ერთად მხარში დავუდგეთ და სულ ცოტა მაინც გავაკეთოთ მათის სიცოცხლის გადასარჩენად...

და ბოლოს სახელმწიფოსა და საზოგადოების სწორი მიდგომისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა რეალური დახმარების შედეგად, ეს პირები შეძლებენ იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით, რადგან   შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს ,შესაძლებლობები შეუზღუდავია !!!

 

ანგარიშის ნომ: საქართველოს ბანკი

ASMAT VARDIASHVILI GE63BC0000000896521400

 

საქართველოს ბანკი

KOBAKHIDZE RUSUDAN: GE98BG0000000190175500

 

 

ინფრომაცია იხ: https://www.facebook.com/pages/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1560823964133766?sk=info&tab=page_info

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები