1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის

5.03.2015.5 მარტსთიბისი ბანკის სათავო ოფისში, თიბისი ბანკს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC-ს) შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი  გაფორმდა.

მემორანდუმს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ და  IFC-ის წარმომადგენელმა საქართველოში, თეა გიგიბერიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად,IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია,ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებ-პორტალის (tbcbusiness.ge) ხელმისაწვდომობას.

tbcbusiness.ge-ს ფარგლებში, სპეციალურად მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის შექმნილია აპლიკაცია -„თიბისი ბიზნეს აკადემია“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება  საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის და დამწყებ ბიზნესმენებს მისცემს საშუალებას, საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა  ვირტუალურ რეჟიმში  შეიძინონ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, „თიბისი ბიზნეს აკადემია“  აძლევს აპლიკანტებს საშუალებას, სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ სერთიფიკატი.  

საგანმანათლებლო ბიზნეს ვებპორტალი (tbcbusiness.ge) IFC- ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიმნა.  მასში თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტ-უნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში ეხმარება.

ამ პორტალის ამოქმედება საქართველოში IFC-ის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. IFC-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი  პროექტი 2013 წლიდან ამოქმედდა  და შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტის -  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის   ფარგლებში შედგება: რეგიონებში მცხოვრები პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი ბიზნესის წამოწყებით,  ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით  „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან“  ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...