0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმის პორტში სარევიზიო კომისია შევიდა

ბათუმის პორტში ყაზახეთიდან გამოგზავნილი 11-კაციანი კომისია შევიდა, რომლებიც პორტთან დაკავშირებული კომპანიების სამართლებრივ და საფინანსო პრობლემებს სწავლობენ. ამის შესახებ "აიპრესისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

 კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოაგზავნეს, ბათუმის პორტის საქმიანობის შესწავლას გუშინ შეუდგნენ. მათი ვიზიტი "ბათუმის ნავთობტერმინალისა"და მისი დირექტორის მალიკ დიუსემბაევის საქმიანობის შედეგებს უკავშირდება.

კერძოდ, ტვირთბრუნვის შემცირებას, ფინანსურ პრობლემებს და სამართლებრივ დავებს. დავები ბათუმის პორტის მმართველი კომპანიის "ბათუმის ნავთობტერმინალის"  წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, სადაც მოსარჩელე მხარედ რამდენიმე უცხოური კომპანია ფიქსირდება. ისინი პორტის მმართველ კომპანიას და მის ხელმძღვანელს მალიკ დიუსემბაევს ხელოვნური შეფერხებების შექმნაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. დიუსემბაევი დირექტორის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მისი დანიშვნის შემდეგ 40-მდე თანამშრომელი სამსახურიდან ტვირთბრუნვის შემცირების გამო გაათავისუფლეს.

მათუმის ტერმინალი დაყადაღბულია და პრობლემები ბათუმის ნავთობტერმინალში და ზოგადად პორტში როგორც ტვირთების გადაზიდვის შეფერხებას, ასევე სამართლებრივ დავებს ეხება. უცხოური კომპანიები,VIBRO DIAGNOSTIC-ი და ლიბრა თრეიდინგი FZC ბათუმის ნავთობტერმინალისგან ჯამში 62 000 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. სწორედ ეს კომპანიები ახორციელებენ ნავთობპროდუქციის ექსპორტს საქართველოში, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, კერძო სექტორისთვის და მეზობელ ქვეყნებში.

 

სწორედ აღნიშნული სამართლებრივი დავის, დაყადაღებისა და ტვირთბრუნვის შემცირების გამო ჩამოვიდა ყაზახეთიდან ბათუმის პორტის მმართველ კომპანიაში 11 კაციანი სარევიზიო კომისია. სიტუაციის შესწავლის შუალედური შედეგები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...