1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამაზ ელიზბარაშვილი მამუკა ხაზარაძეს ბოდიშს უხდის

ჩამოტვირთვა

„ასავალ-დასავალში „გამოქვეყნებული სტატიის გამო თამაზ ელიზბარაშვილი მამუკა ხაზარაძეს ბოდიშს უხდის. ელიზბარაშვილის თქმით, მას პრეტენზია ჰქონდა თიბისი ბანკთან იმის გამო, რომ დაზარალებულებთან იგზავნებოდა შეტყობინებები სესხებზე დავალიანების გამო. 
 მისი თქმით, ეს პრეტენზია ჰქონდა იმიტომ, რომ არ იყო ინფორმირებული ბანკის მიერ დაზარალებულთათვის დაწესებული შეღავათების შესახებ.  ელიზბარაშვილის მტკიცებით, პირადად მამუკა ხაზარაძე, მას საერთოდ არ უხსენებია და წუხს, რომ გაზეთმა მამუკა ხაზარაძე არასწორ კონტექსტში ახსენა.  პირიქით, ელიზბარაშვილი მადლობას უხდის თიბისი ბანკს და მამუკა ხაზარაძეს დაზარალებულთათვის დაწესებული შეღავათებისთვის, რომელიც მათთვის სესხების პატიებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები