0 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება

გვსურს განვაცხადოთ, რომ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ მარკირების თემასთან დაკავშირებით.  ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილზე რეაგირება სწრაფი იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას, თუმცა  მარკირების ორი თვით გადადება პრობლემას არ ხსნის. ჩვენ მიგვაჩნია, და საერთაშორისო გამოცდილებაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაჩვენებს, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირება, როგორც ასეთი, უნდა გაუქმდეს.

შეშფოთებას იწვევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურს ამ თემაზე ბიზნეს სექტორთან შეხვედრა და თითქოსდა ჩვენი  თხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა.

ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ განცხადებას, რადგან არასდროს, მოლაპარაკების არცერთ ეტაპზე მსგავსი რამ არ მოგვითხოვია, რადგან მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნება ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  უცხოური კომპანიისთვის გადახდა.

აღნიშნული ფაქტი ნათლად გვაჩვენებს, რომ აუცილებელია პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრა, რათა ბიზნესს მიეცეს საშუალება არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია და იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...