2 2 : 4 3
 | 

მსოფლიო

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურის საქმეებში გამარჯვება გელით. მოსალოდნელია ფულადი ჯილდო; კოლეგების დაფასება. საღამო საოჯახო საქმიანობას დაუთმეთ.

კურო
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ მუშაობას, ნუ მოცდებით გასართობზე. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. 

კირჩხიბი
კარგი დღე ელით სავაჭრო სფეროში მომუშავეებს. წარმატება გელით კომერციულ ოპერაციებში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
სასიამოვნო სიახლეებით, ცვლილებებით, სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
მარტივად მოაგვარებთ იმ საქმეებსაც კი, რომლებიც ადრე რთული და შეუძლებელი გეგონათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საკუთარი თავისა და ოჯახისთვის სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

მორიელი 
თუ მოინდომებთ, სასურველს მიაღწევთ. კარგი დღეა ძველი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
ახალ პარტნიორებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. კარგად მოგვარდება სამსახურის საქმეები და მატერიალურ სარგებელსაც მიიღებთ. პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გელით. 

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ თქვენი დადებითი თვისებები. მოსალოდნელია დაწინაურება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მერწყული
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. გავლენიან ადამიანებთან საერთო ენას გამონახავთ და მათი დახმარებით საქმეებს მოიგვარებთ. ზოგიერთს ლატარიაში მოგება ან ძველი ვალის დაბრუნება ელის. 

თევზები
დილა კარგია საქმიანი და საღამოს - მეგობრული შეხვედრებისთვის. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფულის დასაბანდებლად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები