1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადავრჩი - იმიტომ რომ ვუყვარვარ!

ეკა და ბექა ელოშვილის ახლად შექმნილი ოჯახის ისტორია იმდენად მძიმეა, რომ გულგრილს ვერავის დატოვებს.

ბექა და ეკა 2014 წლის 22 ნოემბერს დაქორწინდნენ, 9 თვეში პატარა თამარი მოევლინა ქვეყანას. მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ბექას თავისი პატარა ანგელოზისთვის საწოლი რომ ეყიდა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა.

9 დღის იყო პატარა თამარი, როდესაც ბექა მძიმე სამუშაო დღის და საჭესთან გატარებული უძილო ღამის შემდეგ, სახლში ბრუნდებოდა, თავის საყვარელ გოგონებს რომ ჩახუტებოდა...

მოულოდნელი დარტყმა... ბექას მანქანა რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა ჰაერში და სახურავზე დაეცა. როგორ ამოჰყავდათ იგი დამტვრეული მანქანიდან, ბექას აღარ ახსოვს...

ბექა 20 დღე რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა...20 დღე იყო მიერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, 20 უძილო ღამე გაატარა ეკამ ლოცვებში... ბექას 24 წელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში შეუსრულდა.

ახალგაზრდა, სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსე, თავდაჯერებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოჯახის საყრდენი იყო, ერთ წამში პარალიზებული აღმოჩნდა, უმძიმესი მოტეხილობები და  ხერხემლის მრავლობითი დაზიანება მიიღო...

როდესაც ბექა პალატაში გადაიყვანეს, ეკას ყოველ დღე პატარა თამარი მიჰყავდა მამასთა და მის გვერდით აწვენდა. პატარა შვილთან ჩახუტება ბექასთვის საუკეთესო რეაბილიტაცია იყო! როდესაც ბექა სახლში გამოწერეს, მას საწოლის თავზე ეკას დახატული პლაკატი დახვდა. ბექას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამ პლაკატზე დაწერილ სიტყვებს კითხულობდა: “მჭირდები“, „შენთვის ვცოცხლობთ“, „იცოდე და დაიმახსოვრე, მე მუდამ, სულ ყოველთვის შენთან ვარ და ვიქნები, ძალიან ბედნიერები ვიქნებით“

ახალგაზრდებისთვის ამ მძიმე პერიოდში ეკა არ დანებდა, მეუღლეს დიდი სიყვარულით უვლის და აკეთებს ყველაფერს, რომ მას განსაცდელი შეუმსუბუქოს. ახლა ბექას შეუძლია ხელების მოძრაობა, მაგრამ წელს ქვემოთ ჯერ კიდევ პარალიზებულია. ფეხებს ვერც გრძნობს.

მართალია სიყვარული საოცრებებს ახდენს, მაგრამ ეს ბექას განკურნებისთვის საკმარისი არ არის. მას მალების აღსადგენად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მათ კი ამ ოპერაციისთვის თანხა არ გააჩნიათ. მათი ყველა დანაზოგი უკვე დაიხარჯა წამლებში. ოჯახში არავინ მუშაობს, ბექა საწოლსაა მიჯაჭვული, ეკა მეუღლეს და პატარა თამარს უვლის... ახლა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ოჯახს ესაჭიროება პროდუქტები და მედიკამენტები. ჩვენი დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

 „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ბექა ელოშვილის მხარდასაჭერად. თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ ოჯახს, და მხარში დაუდგეთ ბექას, ეკას და პატარა თამარს არ დარჩეთ გულგრილი და დახმარება აღმოუჩინეთ მათ! თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ბექა ელოშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/116/.

„სოციალური პარტნიორობა“ თქვენი მხარდაჭერით უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა და ბევრი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა! იმედია ამ ოჯახის გასაჭირსაც გულთან ახლოს მიიტანთ და ერთიანი ძალებით მათ დახმარებასაც შევძლებთ!

არავინ არ არის დაზღვეული ასეთი უბედურებისგან, არავინ იცის რა მოგველის ხვალ...

 

მასალის გამოყენების პირობები

არსებული მასალის გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა  საინფორმაციო საშუალებებში დასაშვებია პირველადი წყაროს აუცილებელი და ზუსტი მითითებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...