1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოქალაქეთა სოციალური გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ?“

ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა სოციალური გამოკითხვა-აქცია - „რა გაწუხებთ“ გაიმართა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეების გამოკითხვა მეტროსადგურ „რუსთაველისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ისინი სპეციალურ კითხვარებს ავსებდნენ,  ჯანდაცვის სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ურნებში ათავსებდნენ.

მოქალაქეებს, აქცია-გამოკითხვის ფარგლებში, საშუალება მიეცათ, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის გაეცათ პასუხი და ამ მიმართულებით, თავიანთი საჭიროებების შესახებ აზრი დაეფიქსირებინათ.

გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი და ერთად  ორგანიზებული პროექტია. ის 25 იანვარს დაიწყო და 1 თვეს გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს, კითხვარების შევსება, როგორც სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში, ისე ვებ-გვერდის - www.1505.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების უფრო ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. პროექტი "რა გაწუხებთ?" მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის შეიქმნა.

მიღებული შედეგების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალურ ალიანსთან“ ერთად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...