1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის დაფინანსებით სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადება

თბილისი, 24 მაისი, 2016 - საქართველოს ბანკის და  კომპანია „ნებულას”  შორის თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, საშუალება ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, სრულიად უფასოდ მოემზადონ საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა http://nebula.ge/-ზე. საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია” საშუალება აქვს სრულიად უფასოდ დარეგისტრირდეს ონლაინ კურსზე და მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. „უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის დამატებით მომზადება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის  ფინანსურად ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია. საშუალოდ 38 ათასი აბიტურიენტიდან, 7 000 აბიტურიენტი სოციალურად დაუცველია. საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია ახლაგზარდების განათლება, მოხარული ვარ, რომ დღეიდან ყველა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ გაიაროს რეგისტრაცია ონლაინ პლათფორმაზე და მომეზადოს მისაღები გამოცდებისთვის. ყველა აბიტურიენტს  ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“ აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა http://nebula.ge/ კომპანია “ნებულას” აკადემიური გუნდისა და ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული პლათფორმა, აბიტურიენტს შესაძლებლობას აძლევს ონალაინ რეჟიმში მოემზადოს მისაღები გამოცდებისთვის, კერძოდ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, რომელიც სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად  სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის უფასო პლათფორმაზე ხელმისაწვდომობა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზრდება.სოციალურად დაუცველ  აბიტურიენტებს ონლაინ პლათფორმაზე უფასოდ რეგისტრაცია  24 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ, ვებ-გვერდზე http://nebula.ge/
###

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...