0 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა გაიხსნა

დღეს, ბათუმში ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა გაიხსნა. სხდომა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ გახსნეს. 
30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ბათუმში ტარდება ევროპის კულტურის პარლამენტის მე-15 საიუბილეო გასვლითი სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი. ევროპის კულტურის პარლამენტი (ECP ) დაარსდა 2001 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში. მიზანი იყო და არის - ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ თუ შემოქმედებით იდეებსა და ინიციატივებს ევროპაში, გააძლიეროს ეთიკური და ესთეტიური ღირებულებები. 
ევროპის კულტურის პარლამენტს სურს დამოუკიდებელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების წახალისება, მათი შეხედულებების მოსმენა, რათა დაბალანსდეს ტექნოკრატიის ძლიერი ზეგავლენა ევროპული ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლებს სურდათ გაეღრმავებინათ თანამშრომლობა და დიალოგი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მოქალაქეებს შორის ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში. 
ამ მიზნით, ცნობილი ხელოვანები და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან არჩეული იქნენ დელეგატებად - ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად. 2016 წლის ზაფხულიდან ECP -ში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული. ევროპის კულტურის პარლამენტის მე-15 სხდომის ძირითადი თემაა "Will European Values prevail all over Europe?”. 
სესიებზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა - ინტეგრაცია, ემიგრაცია, ინტერკულტურული მგრძნობელობა, ევროკავშირის ",კულტურული მეზობლობა“, ტერორიზმი და ექსტრემიზმი და სხვა. ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომის ფარგლებში გაიმართება თემატური ვორკშოფები: "ხელოვანი, როგორც ცვლილებების ფასილიტატორი“, "ტრანსატლანტიკური დიალოგი“ და სხვა.
სხდომის დასკვნითი დებატების შემდეგ მიღებულ იქნება დეკლარაცია და რეზოლუცია. ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის უშუალო მხარდაჭერით და ინიციატივით ხორციელდება. საქართველოში გასვლითი სხდომის თანაორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”. პროექტის აქტიური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფეტვიაშვილის არტ გალერეა ბათუმში და ღვინის კომპანია გიუაანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...