0 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნათია სირაბიძე კულტურის პარლამენტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომის მეორე დღე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ გახსნა და დელეგატებს აჭარის კულტურის პოლიტიკის ახალი ხედვა გააცნო. 

ნათია სირაბიძემ დელეგატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ევროპის კულტურის პარლამენტი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი იდეის გაძლიერებას. რიგით მე-15 საიუბილეო სესიას 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი ესწრება. ცნობილი ხელოვანები და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან არჩეული არიან დელეგატებად - ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად. 2016 წლის ზაფხულიდან ევროპის კულტურის პარლამენტში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული. დღეს, ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომის ფარგლებში გაიმართება თემატური ვორკშოფები: "ხელოვანი, როგორც ცვლილებების ფასილიტატორი“, "ტრანსატლანტიკური დიალოგი“ და სხვა.

ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერითა და ინიციატივით ხორციელდება. საქართველოში გასვლითი სხდომის თანაორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”. 

პროექტის აქტიური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან:აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფეტვიაშვილის არტ გალერეა ბათუმში და ღვინის კომპანია გიუაანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...