0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ თბილისში

პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ მომხმარებელთან განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგება. ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, 19:30 საათზე,  თბილისში, ბელიაშვილის ქ. 22-ში.

რესტორნის ინტერიერი და ტექნოლოგია არის მთლიანად ამერიკული. აქ დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი“, რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. ამ დანადგარში მიმდინარეობს ხორცის შებოლვის 8-დან 16-მდე საათიანი პროცესი, შესაბამისად, მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ არის შესაძლებელი ნამდვილი ბარბექიუს დაგემოვნება, როგორიცაა სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები, გრილზე ბოსტნეულით

„ამ რესტორნის თბილისში გახსნის იდეა 2012 წელს ამერიკელ პარტნიორთან ერთად  გაჩნდა,“ - აცხადებს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ნიკოლოზ კიკნაძე. „შევიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა და განვახორციელეთ იგი. მომსახურე პერსონალი და მთავარი მზარეული  დატრენინგებულია ამერიკული მხარის მიერ. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საკვების მომზადების ყველა ეტაპი სრულყოფილად კონტროლდება და აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ბარბექიუსთვის  საჭირო ყველა საკვებ დანამატს თუ სოუსს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს.“ 

რესტორანი გაიხსნა 1 წლის წინ, ოქტომბერში, გათვლილია 60 სტუმარზე.  მუშაობის პროცესში საჭირო გახდა ნამდვილი ამერიკული ბარბექიუ კონცეფციის გადახედვა და ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფორმით წარდგენა. სწორედ ამიტომ, რესტორნის სახელი, მენიუ და გარემო მთლიანად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს. ძირითად ბარბექიუ მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები. ამასთან ერთად, „ბიგ სმოუქი“  შაბათ-კვირას გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას და ყველა ძირითად საფეხბურთო მატჩს დიდ ეკრანზე. მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება ლანჩ-მენიუზე (12:00-დან - 15:00-მდე).

ბბქ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გაფართოვებას  მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც  ხარისხიან Fast Food-ს და ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...