მსოფლიო
LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა
2016-12-08 16:47:56
LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა, - ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წევრი წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა წევრმა კენჭისრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
აღნიშნულს, რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვაკიც Twitterის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტი წერს, შემდეგი განხილვა სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება.
LIBE-ს კომიტეტში შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის თარიღიც.
კომენტარები