მსოფლიო
" მომავალ კვირაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობა დაიწყება"
2016-12-08 16:48:36
ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობა მომავალ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მარია გაბრიელი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპრაკებები შეყოვნების გარეშე დაიწყოს.
"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ძალიან კარგი ამბავია. მომავალ კვირაში დავიწყებთ ტრიალოგს საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე", - წერს მარია გაბრიელი.
კომენტარები