მსოფლიო
ხალხის უდიდესი ძალისხმევის შედაგად, სიმსივნით დაავადებული 2 წლის ანასტასია თურქეთში ჩაიყვანეს - უმძიმესი ვიდეოკადრები
2016-12-25 23:44:04
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, 2 წლის ანასტასია ზაალიშვილი დედასთან ერთად უკვე თურქეთში იმყოფება.
„ბავშვის სპეცრეისით ტრანსპორტირებამ წარმატებით ჩაიარა, ანასტასია და მისი დედა უკვე თურქეთში იმყოფებიან“, - აცხადებს ნინო კობახიძე.
პატარა ანასტასია ზაალიშვილს, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, თურქული კლინიკა „მედიკალ პარკი“ უმკურნალებს.
ბავშვის თურქეთში ტრანსპორტირების ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და „სოლოდარობის ფონდი“ ფარავს.
2 წლის ანასტასია ზაალიშვილს მედულობლასტომა მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება.
კომენტარები