მსოფლიო
დედა ანისია: სად წაიღებენ იმ ქონებას ან მეუფეები ან წმინდა სინოდი, იქ ვის რა წაუღია?!
2017-02-22 11:25:28
"მე შორენა თეთრუაშვილს წლებია ვიცნობ. უანგაროდ ემსახურება საპატრიარქოს, თავისი ახალგაზრდობა შესწირა საპატრიარქოს. ამიტომ არავის გნსაკითხველი და განსასჯელია არ არის. უფალი თვითონ განსჯის",- ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დედა ანისია ბოლოთაშვილმა განაცხადა.
"ძალიან ძნელია თქმა, რომ ქალბატონი შორენა არის დაპირისპირების მთავარი მონაწილე. პატრიარქის გვერდით რომ არის, უანგაროდ ემსახურება. რასაც პატრირქი კურთხევას მიცემს, მე მჯერა რომ შორენა პატრიარქის გარეშე არ გადადგამს ერთ ნაბიჯს.
"საპატრიარქოს საქმეში ჩახედვის და იქიდან ამბის გამოტანის უფლება არავის აქვს. იცი თქვენ, რომ ჩვენ არ ვერევით არავის საქმეში.
როგორ გგონიათ, რომელი წმინდა სინოდი გინდათ და გინდა მეუფეებიდან, სად წაიღებენ იმ ქონებას?! მათ ხომ არც შვილები ჰყვათ, ზოგი ხომ ქალწულ ბერად არის აღკვეწილი. ჩემი ერთადერთი შვილი 17 წლის არც იყო ბერად რომ წავიდა, ლოცვებში და მუხლმოდრეკილი, შრომაში ჯაფაში გადიან, როგორ ფიქრობთ, სად უნდა წიღონ ის ქონება?! ვისმეს წაუღია ჩემო გიორგი?! ვისმეს თან წაუღია, არავის! ყველაფერი აქ რჩება, თუ ვინმე რამეს წაიღებს, როგორც იესო გაყიდა იუდამ, ისე იყიდება ის 30 ვერცხლად. ძალინ ძნელია ვისმეზე ცოდვის აღება, ეს დიდი ცოდვაა. ხალხი ცოდოა, სტრესშია და მრევლი ყველა გოგნებულია და განცვიფრებულია რას ისმენენ.
როგორ ფიქრობთ, არ იცის ჩვენმა პატრიარქმა ვინ რას აკეთებ და რას ფიქრობს, ძალინ კარგად იცის", - განაცხადა დედა ანასიამ. .
კომენტარები