1 1 : 5 5
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემები პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...

  • 19:08

    ფედერიკა მოგერინი: "იერუსალიმი როგორც ისრაელის, ა...

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი  იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა„ეს ძალიან მყიფ...

  • 18:36

    ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ იერუსალიმში შეტაკებ...

     შეერთებული შტატების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შემდეგ, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პალესტინელთა ლიდერებმა ადამიანებს ინტიფადისკენ - აჯანყებისკენ მოუწოდესპალესტინის ლიდერმა ...

  • 18:07

    დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღი...

    დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად საგანგებო მიმართვის დროს აღიარა და მის ამ ნაბიჯს ისრაელმა ისტორიული უწოდა.იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას კი  შეერთებული შტატების მთავარი...