0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები