რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა 22 ნოემბერს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვისთვის. გიორგი გახარიამ ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო.
"ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი ღონისძიებისთვის. მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ დაჭრილს, რომელებიც დღეს მკურნალობენ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ დანაყოფს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში, რამეთუ ამ სპეცოპერაციის ძირითადი მიზანი იყო თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა, რაც მიღწეულ იქნა.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე - ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახე, მაგრამ ეს სახე უნდა იყოს თანამედროვე, რეფორმებზე და რა თქმა უნდა, პრევენციაზე ორიენტირებული. ჩვენ, თქვენთან ერთად, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან სერიოზული გარდაქმნები გველის, რათა გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტიანები. იმედი მაქვს, რომ ამ მიზანს უმოკლეს ვადებში მივაღწევთ“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
"მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეიმურაზ კუპატაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, იგი იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
კომენტარები