1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტელეფონს თავში ჩაგარტყამ – საკრებულოს წევრის მუქარა მარნეულის საარჩევნო უბანზე

ჩამოტვირთვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარნეულში აცხადებს, საარჩევნო უბანზე საკრებულოს წევრი მას ტელეფონის თავში ჩარტყმით დაემუქრა.

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია ეს მუქარა აზერბაიჯანულ ენაზე.

შემთხვევა  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის მე-13 საარჩევნო უბანზე მოხდა. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოს წევრს ალი მურადოვს ტელეფონით იღებდა საარჩევნო უბანზე, როგორც არაუფლებამოსილ პირს, რაზედაც საკრებულოს წევრმა უთხრა, რომ გადაღების უფლება არ ჰქონდა და ტელეფონს თავში ჩაარტყამდა.

საარჩევნო უბანზე ამ ფაქტის გამო ოპოზციის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საკრებულოს წევრი უბანზე არ დაუშვეს და უკან გააბრუნეს, თუმცა მუქარის შესახებ არაფერი იცის.
წყარო: netgazeti.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები