1 0 : 3 4
 | 

კრიმინალი

თვითმკვლელობით დასრულებული თავდასხმა ბანკებზე - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ჩამოტვირთვა

წერეთლის გამზირზე, საქართველოს ბანკის ფილიალთან, სპეცოპერაცია ჩატარდა. ბანკში 30 წლამდე მამაკაცი შეიჭრა და ფული მოითხოვა. რამდენიმე წუთში კი ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიციამ თავდამსხმელს დამორჩილებისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მან გასროლა საკუთარი თავის მისამართით განახორციელა. 30 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

მასალაში ჩანს, რომ წერეთლის 97-ში სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა ისე დაიწყეს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები მიღებული არ იყო და შეირაღებული პოლიციელების წინ, რომლებსაც სამიზნეში თავდამსხმელი ჰყავდა, მოქალაქეები იქ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

საქართველოს ბანკის თანამშრომლები ყვებიან, რომ 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა სალაროდან გარკვეული რაოდენობის თანხის აღება მოასწრო, მაგრამ სამართალდამცველებს ვეღარ გაექცა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე საქართველოს ბანკის ფილიალშია, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.

საქართველოს ბანკი არ იყო დღეს ერთადერთი, რომლის დაყაჩაღებაც იგივე პიროვნებამ სცადა. რამდენიმე საათით ადრე ის ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე TBC ბანკის ფილიალშიც შეიჭრა. თანხის წაღების მცდელობა აქაც წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მამაკაცმა პოლიციელებისგან გაქცევა შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:28

    თემქაზე მოკლული გოგოს მეზობლები დეტალებს იხსენებენ...

      თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული.   21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღე...

  • 16:20

    ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა...

      ქობულეთში 31 წლის მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს არეში მეუღლემ მიაყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში სტაბილურად მძიმე...

  • 16:18

    მკვლელობა მუხიანში - შსს-მ ერთი პირი დააკავა...

       შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედ...

  • 12:42

    30 მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა - მორ...

    თბილისში მეგატექნიკის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები და პლანშეტი. მაღაზიის ხელმძღვანელები ამბობენ რომ დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.მათი განცხადებით, ზარალი...

  • 12:21

    ქურდობასა და ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირისთვის ...

    ქართველმა სამართალდამცველებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად პარიზში კრიმინალური დაჯგუფების რვა წევრი დააკავეს - ამის შესახებ განცხადება, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე...

  • 11:24

    კიევიდან გამოძევებული კანონიერი ქურდი საქართველოში...

    კიევიდან გამოძევებული პაპუნა უგრეხელიძე, რომელსაც უკრაინული მედია კანონიერ ქურდად მოიხსენიებს, ქართველმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ შემოუშვეს.გიორგი გახარიას უწყებაში განმარტავენ, რომ უგრეხელიძე კრიმინა...

  • 10:49

    დუშეთში მამაკაცმა მეუღლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოი...

    მკვლელობა დუშეთში. სოფელ ბოდერნაში 30 წლის ქალი მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით ის მეუღლემ მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. ორივე სოფელ არაგვისპირში ცხოვრობდა, მომხდარის დეტალები უცნობია. გამოძიება ...