„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულოფასდაკლე...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და მომხმარებელს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.
„რეგუსი“ უკვე 30 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით.
„რეგუსი ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს, დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ჩვენ გვენდობიან მრავალმილიონიანი კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კონსულტანტები, ჯამში ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფთი, ლინკდინი, ფეისბუქი, სამსუნგი, უბერი, ამაზონიდა სხვა. ნდობა, გამოცდილება და მაღალი ხარისხის მომსახურება წლებმა მოიტანა. როდესაც დიდი კომპანიები გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას, ისინი კითხულობენ არის თუ არა „რეგუსი“ მათ ბაზარზე. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი შედიან „რეგუსი“ ოპერირებდეს, რადგან მათთვის უკვე ნაცნობია „რეგუსის“ მომსახურების ხარისხი და სდანდარტი. როდესაც ისეთ ქვეყანაში გიწევს მუშაობა, რომელსაც არ იცნობ, „რეგუსის“ სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია,“ - კომპანიის სერვისების მნიშვნელობაზე საუბრობს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „რეგუსი“ მომხმარებელს სერვის ოფისს სთავაზობს, რაც სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის განკარგულებაშია სრულად მოწობილი ოფისები, ბიზნეს ლაუნჯი და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო-საკონფერენციო სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სერვის ოფისებზე მოთხოვნა მზარდია. მარტის ბოლოს, ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. იგეგმება, რომ 2020 წლის ბოლომდე თბილისში დამატებით გაიხსნას სხვადასხვა კლასის და ფასის მინიმუმ 5 ბიზნეს ცენტრი. ასევე დაგეგმილია ექსპანსია რეგიონებში - ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში... განსაკუთრებული მოთხოვნაა ჩვენს მომსახურებაზე ქუთაისში. 2020 წლის ბოლომდე რეგუსი გეგმავს გახსნას 12 ცენტრი საქართველოს მასშტაბით.
„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „რეგუსში“ ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული. ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები