0 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გარემოსდაცვით თემატიკაზე დებატების ეროვნული ტურნირი „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართება

·         „თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

·         5 თვის განმავლობაში დებატებში მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლის 350-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას

 

„თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შედეგად გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთი თვის განმავლობაში გაიმართება, რომლის მხარდამჭერი, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „კლიმატური დაპირებაა“.

მასშტაბური ტურნირის  მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვანია გაეროს მდგრადი განვითარების ისეთი მიზნების შესრულების ხელშეწყობა, როგორებიცაა ხარისხიანი განათლება, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და სხვ. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, პრიორიტეტული  მიმართულებები სწორედ გარემოსა და განათლებაზე ზრუნვაა. 

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტსა“ და დებატების ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოზე ზრუნვისთვის. გვჯერა, რომ ეს პროექტი უფრო მეტად დააინტერესებს ახალგაზრდებს და ისინი შეძლებენ, უკეთ გაიაზრონ გარემოსდაცვითი საკითხები. „თეგეტა გრინ პლანეტისთვის” უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. გვინდა, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს ინფორმირებული ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე, რომ სამომავლოდ თავად გახდნენ ცვლილებების ინიციატორები უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის მხრივ. ეს პროექტი მათთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“.

პროექტი მარტიდან დაიწყება, რომელშიც ჩაერთვებიან მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლის 30 მასწავლებელი, 30 დირექტორი, 350-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

ტურნირი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული დებატების კლუბების ბაზაზე მოსწავლეების მომზადებას დებატებისთვის, რაც ითვალისწინებს შემდეგი ტიპის აქტივობებს: თითოეულ კლუბში მოსწავლეების დებატების ტექნიკის მიმართულებით მომზადებას, მოდებატე გუნდების დაკომპლექტებას; გარემოსდაცვით თემატიკებზე ექსპერტებთან შეხვედრებს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. მათ შორის „თეგეტას“ წარმომადგენლებთან, UNDP-ის EU4-ის კლიმატის ცვლილების ეროვნულ ხელმძღვანელთან და სხვა.

გაიმართება დებატების ტურნირის შესარჩევი რაუნდები. დაგეგმილია 60 თამაში, რომელთა შედეგადაც გამოვლინდებიან საუკეთესო მოდებატეები. პროექტი სრულად ინკლუზიური იქნება და მასში სხვადასხვა უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან. პროექტის ბოლოს კი  შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყობა.

თინათინ ცერცვაძე, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) თავმჯდომარე: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც „თეგეტაა“, რომელიც გვერდით გვიდგას განათლების მიმართულებით მოზარდებთან მუშაობის პროცესში და გვეხმარება ყველა იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრაში, რომლებიც გარემოს დაცვით საკითხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი თანამშრომლობით შევძლებთ, სათანადოდ მოვამზადოთ მოზარდები და, შესაბამისად, მასწავლებლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა გავმართოთ დებატების ეროვნული ტურნირი. ამ ტურნირში ჩაერთვება ყველა ის კლუბი, რომლებთანაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომლებიც გარემოს დაცვასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

ვფიქრობთ, რომ, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდები უშუალოდ გაეცნობიან, გამოსავლის რა გზები არსებობს საქართველოში. მათ ექნებათ ნანახიც, გაგონილიც და მსჯელობებში გათვალისწინებულიც და კიდევ უფრო კარგად შეძლებენ ამ საკითხების თავიანთ ოჯახებში, თემსა და მთელ საზოგადოებაში სათანადოდ წარმოჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს რეალობაში“.

ცნობისთვის, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) მისიაა, ხელი შეუწყოს როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, საგანმანათლებლო და ფორმალური დებატების სწავლების გზით. უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომლის მიზანიც სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდების, მასწავლებლების გაძლიერებაა.

--

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები