2 1 : 5 4
 | 

საზოგადოება

ავტობუსის სამალავში თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე იპოვეს

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

ერთი მამაკაცი და ორი ქალი თურქეთიდან საქართველოში მიმავალი ავტობუსის სამალავში იპოვეს.


მესაზღვრეების ცნობით, აღნიშნულ პირებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე ამავე ავტობუსით არალეგალურად შეიყვანეს და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ, რა დროსაც სარფის საბაჟოზე ისინი მესაზღვრეებმა იპოვეს.


ხოფის პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონდამრღვევი მოქალაქეები სამშობლოში გააძევეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები