1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018

23 თებერვალს, 19:00 საათზე,  სასტუმრო „რუმს თბილისში“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compaqt) საქართველოს ქსელის ინიციატივით,  „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018“-ის ცერემონიალი  გაიმართება. ღონისძიებას, კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლების გარდა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში, ჯილდოს პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის სტუმრებისთვის მიწოდებასთან ერთად, 23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს 3 გამარჯვებულ კომპანიას, შემდეგ კატეგორიებში:

ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ  მიმართული საუკეთესო პროექტი;
გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;
წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის. 

 ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა სტარტი 2017 წლის ოქტომბერში აიღო და მასში 17-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნესკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

 კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და კომპანია ჯეპრას ინიციატივით. კლუბი ამჟამად 80-მდე კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთვრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადამიურ დაწესებულებები არიან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს სიდა წარმოადგენს. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...