0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქალაქის მერი ცდება, როდესაც ამბობს, რომ „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის სასამართლო დავა არ მიმდინარეობს

„სი ტი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი. მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის  ორი დავა მიმდინარეობს. მერიისგან „სი-ტი პარკს“მიღებული აქვს ორი განკარგულება, რაც გასაჩივრებული იქნა კომპანიის მიერ სასამართლოში.პირველ განკარგულებასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე მოსმენა, შემდეგი მოსმენა ჩანიშნულია 26 მარტს 12:00 საათზე.

რაც შეეხება მეორე განკარგულებას, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას გააჩნია, კერძოდ, გაუქმდა  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სი-ტი პარკის“ საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამარლოს.

„რაც შეეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სავარაუდოდ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან მერიას სასამართლოსგან მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი მოსმენა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ბატონ მერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია,“ -  განმარტავს „სი-ტი პარკის“ ნანუკა ავალიანი

შეგახსენებთ, კომპანია "სი-ტიპარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით "სი-ტი პარკის" ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის."არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. როცა მათ შეიტანეს სარჩელი, არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია,” - აცხადებს კალაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...