1 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, თამბაქოს კონტროლის ალიანსის დირექტორს კორექტულობისკენ და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს!

  საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, კიდევ ერთხელ განმარტავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების აუცილებლობას

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მიესალმება სახელმწიფო რეფორმას, თამბაქოს კონტროლის შესახებ, მაგრამ არსებული ფორმით კანონის მოქმედება და მისი ადმინისტრირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. 

ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან „კონკურენციის შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის ხელშეწყობა, აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში არსებული უზუსტობები ბაზრის კონკურენტულ გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას და შესაბამისად ცალკეული ოპერატორები აღმოჩნდნენ მონოპოლიურ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენი ოპერატორები გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე. კანონში არსებული გამონაკლისების ჩამონათვალში, უნდა განხორციელდეს ცვლილება და ‘’სამორინე“ უნდა ჩანაცვლდეს "აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილით", აქვე განვმარტავთ განსხვავებას ამ ადგილებს შორის: აზარტული კლუბები, სამორინეები, ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატების სალონები, უმეტეს შემთხვევაში ცალ-ცალკე სივრცეში ოპერირებენ, ხოლო იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში ერთადაც.

 სწორედ ისინი, ვისაც ყველა ეს პროდუქტი თავმოყრილი აქვს ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ მონოპოლიურ მდგომარეობაში, რაც აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ვითხოვთ კანონში ცვლილების შეტანას და იმედს გამოვთქვამთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებში გათვალისწინებული იქნება სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება, რომელიც შეტანილია საკანონმდებლო ორგანოში. 

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის დირექტორის გიორგი ბახტურიძის განცხადება, კი სადაც ბიზნესს კრიმინალად მოიხსენიებს ციტირება: "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მოითხოვს, რადგანაც სამორინეში დაშვებულია მოწევა ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებშიც დავუშვათო. ეს კანონი უკან არ დაიხევს, შეეგუონ ეს ბატონები. პირდაპირ კრიმინალია ეს ბიზნესი და კანონი მათ არ მოერგება.“ 

მსუბუქად რომ ვთქვათ სცდება ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს. საკანონმდებლო წინადადებაზე მისი არაადეკვატური და აგრესიული რეაქცია ხაზს უსვამს მისსავე უარყოფით და სუბიექტურ დამოკიდებულებას, აბსოლუტურად ლეგალურ ბიზნესთან მიმართებაში. ვითხოვთ, მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი მის მომავალ ქმედებებში, საქართველოს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში იქნება კორექტული და ავთენტური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...