1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ  ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ.

სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.

ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.  

დამატებით,  ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, ვინაიდან ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება. მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ გამოქვეყნებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...