0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პრემიერი: ოთარ გურგენიშვილის თავგანწირვა სამოქალაქო გმირობის მაგალითია

საქართველოს პრემიერ მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს ,,მეცამეტე თვის პოეტის" გარდაცვალებასთან დაკავშირებით ,,მთელი საქართველო შეძრა ახალგაზრდა კაცის დაღუპვამ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად. ოთარ გურგენიშვილის თავგანწირვა სამოქალაქო გმირობის მაგალითია მთელი საზოგადოებისთვის. ამ საქციელით მან უსაზღვრო კეთილშობილების, კაცთმოყვარეობის საოცარი მაგალითი მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას ნიშნავს მოყვასისათვის თავგანწირვა. ასეთ გმირებს ხალხი არ ივიწყებს. გმირები მხოლოდ ომის დროს არ იბადებიან. ასეთ გმირებზე დგას სამყარო. დიდ მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ ოთარ გურგენიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. მათ განუზომელ ტკივილსა და მწუხარებას მთელი საქართველო იზიარებს. გმირულად დაღუპული ახალგაზრდა - ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მისი ოჯახის წინაშე და მიმაჩნია, რომ ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მას სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის,"- ირაკლი ღარიბაშვილი. მეცამეტე თვე იანვარს ეტყობა ახლად ნაჭიპლარი, მის დაბადებას ხომ შემოხვდა აისი. და როგორც გაუსწრებს ლიანდაგს გვირაბი ისევე დათენდა აპრილზე მაისი. თებერვალს ეტყობა სამარტე ამინდი, არც გუნდა კეთდება,არც თოვლის ბაბუა. მარტის მატყუარა წვიმებად დავღვინდი ხანდასმულ ბეღურად შემომხვდა ღაბუა. ივნისმა გაიკეთა ივლისის საბუდო, ვარდის თვეს მისტირის ნასიცხი მკერდიდან, ზაფხულის დებიუტს აგვისტომ დაუდო, ზავი და შემოჯდა თუთის ხეს გვერდიდან. სექსტემბერს ხავერდად დაეფსკვნა ნიავი, სიცხისგან დახარშულ ხეებს რომ აცოცხლებს. ოქტომბერს ნოემბრის ღრმა–მოსავლიანი ჩააცმევს წითელი ფოთლების სამოსელს. ზამთარი მოელის დეკემბრის პირველს თოვლს, რომ კვლავ აიწყვიტოს იანვრის მშვენება, მაგრამ მეთორმეტედ ხომ აღარ შემოგვთხოვს, ოცდამეთერთმეტე ჯიუტ გათენებას. მე კი მინდა რომ საბეჭდი მანქანით, ანდაც წითელ_ბანტა შავი სამოსელით, ავიღო თაბახი და მელნის ბაქანით, რითმით ამოვსებულ მუზის ამოზელით - მინდა რომ კალმებით,თაბახით,მუზებით დატვირთულ საწნახელს ჩავუდგე კელაპტრად, მერე აღელვებულ ზღვის ტალღას ღუზებით, ბევრჯერ მოვევლინო არაფერს ყველაფრად. მერე შხამგამოცლილ უცნაურ მცენარეს, ვუთხრა არ დანებდეს თორმეტ თვეს მხოლოდ და ბალახის ოხშივარს ჭინჭრაქით მღელვარეს, მეცამეტე თვედ დაუდგეს ბოლოდან. ბოლოდან იმიტომ რომ თავში ღმერთია, რომელმაც გვაჩუქა თორმეტი მიგნება, მაგრამ ვინაიდან უფალი ერთია, მეცამეტე თვე ჩვენ ორის იქნება. ... ოთო გურგენიშვილი ...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები