0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების განმარტებით "პიკაპის" ტიპის ავტომობილი სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. ავარიის შედეგად   10 და 12 წლის მოზარდები დაიღუპნენ, მათგან ერთ-ერთი ამ მამაკაცის შვილია. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო მამაკაცმა, რომელიც მანქანას მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართა დაკავშირებით  საქმე აღიძრა 276-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით,  რაც გულისხმობს ”ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები