0 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა - დაბადების დღის “საჩუქარი” პუტინს?

ჩამოტვირთვა

მისი გარდაცვალებიდან უკვე 5 წელი გავიდა, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული ჯერ კიდევ არ არის. არაერთი ეჭვმიტანილი და სასამართლო პროცესი, უპასუხო კითხვები, ეჭვები, ვარაუდები და მაინც ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ნამდვილი დამკვეთის ვინაობა და მოტივი შეიძლება ითქვას რომ ჯერ კიდევ უცნობია. 2006 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის 54-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა. ამავე დღეს მოსკოვის ცენტრში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს. ჟურნალისტის ცხედართან პოლიციამ მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა. ოთხი ტყვიიდან ერთ-ერთი პოლიდკოვსკაიას თავში მოხვდა, ეგრეთწოდებული საკონტროლო გასროლა მოწმობდა რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო და ის პროფესიონალმა შეასრულა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერებმა დაუკვეთეს, რადგან ჟურნალისტი სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა რამდენიმე გავლენიან ჩეჩენს. პოლიტკოვსაკაის ლიკვიდაცია ძმებ მახმუდობებს დაევალათ, რომელმაც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ საქმეში რუსული სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი სერგეი ხაჟიკურბანოვი ჩართეს. სწორედ ხაჟიკურბანოვი დაეხმარა მათ პოლიტკოვსკაის მკვლელობის ორგანიზებისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღებასა და საჭირო ხალხთან დაკავშირებაში. ანა პოლიტკოვსკაია მართლაც აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს და არც ხმამაღალ განცხადებებს ერიდებოდა. პოლიტკოვსკაია ღიად აკრიტიკებდა გავლენიან ადამიანებს და მათ შორის ვლადიმერ პუტინსაც. არსებობს ვიდეო ჩანაწერიც სადაც ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ამ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო გაჩნდა ეჭვი რომ პოლიტკოვსკაის მკვლელობა არამარტო ჩეჩნეთს არამედ რუსეთსაც აწყობდა. მოგვიანებით ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ვლადიმერ პუტინს ღიად დასდო ბრალი ალექსანდრე ლიტვინენკომ. საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად ლიტვინენკომ რამდენიმე ფაქტიც გაიხსენა. შეგახსენებთ რომ პოლიტკოვსკაიას გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგ 2006 წლის 23 ნოემბერს საეჭვო ვითარებაში ალექსანდრე ლიტვინენკოც გარდაიცვალა. პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში პირველი ოფიციალური ეჭვმიტანილები 2007 წლის აგვისტოში დააკავეს, მათი სასამართლო პროცესი 2008 წელს გაიმართა. 2009 წლის თებერვალში მტკიცებულებების არქონის გამო სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ ცნო. პოლიტკოვსკაიას საქმეზე კი გამოძიება განახლდა. 2010 წელს ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ბრალდება ხელახლა წაუყენეს, ასევე დააპატიმრეს მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი რუსტამა მახმუდოვი. პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობის ბრალდებით 2011 წლის აგვისტოში ციხეში მოხვდა ყოფილი პოლიციელი დიმიტრი პავლიუჩენკოვი. საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურების მიუხედავად პოლიტკოვკაიას მკვლელობის ორგანიზატორთა ჯგუფის წევრთა სრული სია და დამკვეთის ვინაობა დღემდე ბურუსითაა მოცული -- ანა პოლიტოვსკაია სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებში იზვესტია, ვაზდუშნი ტრანსპორტ, ობშაია გაზეტა, ნოვაია გაზეტა, გამომცემლობა პარიტეტსა და ხელოვანთა გაერთიანება ესკარტში. ფართო საზოგადოებამ ის ჩეჩნეთის ომისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებითა და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით გაიცნო. პოლიტოვსკაია ავტორია წიგნებისა: „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“, „ჩეჩნეთის დღიური“, „მეორე ჩეჩნური“ და ასევე „პუტინის რუსეთი“ რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოიცა. ანა პოლიტკოვსკაია არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი გახლდათ, მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ კი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „row in war“-მა მისი სახელობის პრემია დააწესა. ოფიციალური მონაცემებით ანა პოლიტივსკაიას გარდა 1993 -2009 წლებში რუსეთში საეჭვო ვითარებაში სულ 365 ჟურნალისტი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები