ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათ...
ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები - Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვი...
|
თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
თანამედროვე სამყარო, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრ ახალ და საინტერესო პროფესიას გვთავაზობს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებისთვის დღეს უკვე შესაძლებელია საერთო პროექტებზე მუშაობა ისე, რომ შენი მშობლიური ქალაქის დატოვება არ მოგიწიოს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, მრეწველობა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მომსახურების სფერო და ა.შ.
დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი გთავაზობთ განათლების პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებისგან. ესენია: ონლაინ კურსები, ვორქშოფები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა.
პროგრამის პირველ ეტაპზე გთავაზობთ ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების გაცნობით და სასწავლო კურსებს. კურსების რაოდენობა და მათი შინაარსის მრავალფეროვნება ეტაპობრივად გაიზრდება.
სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსებზე დასწრება სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერის/მობილურის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.
მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემოთავაზებული 4 კურსიდან ერთ-ერთზე:
ტექნოლოგიების საფუძვლების - ტექნოლოგიების გაცნობითი კურსი: ეს არის 7 შეხვედრიანი, ერთთვიანი კურსი, რომლის განმავლობაშიც, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტები) და კომპიუტერული თამაშების შექმნის შესახებ. აღნიშნული კურსი მოსწავლეებში გაზრდის თვალსაწიერს და უმაღლესი განათლების მიმართულების არჩევაში დაეხმარება.
გარდა მოკლე შემეცნებითი კურსისა, გთავაზობთ სამთვიან სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:
· მოლაპარაკე პროგრამების შექმნა (ჩატბოტები)
· კომპიუტერული თამაშების შექმნა
აღნიშნული, სამთვიანი სასწავლო კურსები, ხარისხიან საბაზისო ცოდნას მისცემს უფროსკლასელებს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.
თიბისის საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია სანდრო ასათიანთან ერთად. იგი ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.
თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.
ტექნოლოგიური განათლების პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.
კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2-დან 12 მაისი ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge
ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები - Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვი...
14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისოს“ პირველი დაჯილდოება გაიმართა. ქართველი და საერთაშორისო ...
თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. ნომინაციაში, თიბისისთან ერთად, წარდგენილნი იყვნენ ისეთი მსხ...
ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისის მხარდაჭერით, 17 ივნისს, კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“ ჩატარდება. კონფერენციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩართულ ახალგაზრ...
თიბისის ინიციატივით, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ღია ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივ...
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით 7 ივნისს ახალი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც მწარმოებელი აცხადებს, განახლებული, კიდევ უფრო მძლავრი-2.4 ტურბო დიზელის ძრავით, მტკ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 26-28 ივლისს, ბათუმი რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ ...
კომენტარები